Marketing Letters, Vol. 9, No. 2 (Apr., 1998), pp. 147-167
ტექნოლოგიური რევოლუცია
Tuesday, April 19, 2011
შეხედულება ტექნოლოგიებზე
მანუელ კასტელასი და მისი ხედვა ტექნოლოგიურ რევოლუციის საზოგადოებრივ გავლენებზე
1996-1998 წლებში მანუელ კასტელსმა გამოაქვეყნა სამტომეული გამოკვლევა The Information Age, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებზე. The Information Age, ეს Magium Opus, ოცწლიანი შრომის შედეგი, მაშინ იქნა დასრულებული, როდესაც ავტორის ჯანმრთელობას სიმსივნური (კიბო) ავადმყოფობა ემუქრებოდა. წიგნის გამოსვლის შემდეგ კასტელსი აღიარეს ყველაზე ძლიერ მეცნიერად ყველა ცოცხალ მეცნიერთა შორის, რომლებიც თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს იკვლევენ. იგი თავის თვალსაზრისს ავრცელებდა ტელევიზიით, მის შესახებ წერდნენ ისეთი გაზეთები, როგორებიცაა Wall Street Journal, New Sstatesmant და Gardian-ი. კასტელსის ტრილოგია, რომელიც 1200 გვერდზე მეტს მოიცავს, წარმოადგენს დღეს ჩვენს თნამედროვე საზოგადოებაში ინფორმაციის როლის ენციკლოპედიურ ანალიზს. ეს ნაშრომები, თანამედროვე ცივილიზაციის ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი აღწერაა დენიელ ბელის The Coming of Post-Industrial Society გამოსვლის შემდეგ, რომელსაც კასტელსი აღემატება როგორც გაქანებით ისე თავისი გამოკვლევის მასშტაბებით. The Information Age -ს გამოსვლის შემდეგ ზოგიერთმა მიმომხი-ლველმა კასტელსი კარლ მარქსის, მაქს ვებერისა და ემილ დიურკემის გვერდზე დააყენა. მეც ვიზიარებ ამ შეხედულებას, რამდენადაც დარწმუნებული ვარ, რომ კასტელსის შრომა_თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ძირითადი მახასიათებლებისა და დინამიკის ყველაზე ნათელი აღწერაა, რომელიც შესრულებულია და სავსეა ცოდნით, წარმოსახვითა და ინტელექტუალური სიმკაცრით. ნებისმიერმა, ვინც ისწრაფვის ინფორმაციის როლისა და თავისებურებების შესწავლას – რაც სოციალური ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ძალების გაგების მცდელობას გულისხმობს,– აგრეთვე იმისა, თუ როგორი წესითაა ინფორმაცია ჩართული ცვლილებებში და ამ ცვლილებების დაჩქარებაში, შეუძლებელია არ მიმართოს მანუელ კასტელსის შრომებს.
კასტელსი დაიბადა ბარსელონაში 1942 წელს; 20 წლის ასკში რადიკალურად განწყობილი სტუდენტი გაექცა ფრანკისტულ რეჟიმს. პარიზში მან დაასრულა განათლება, ასწავლიდა პარიზის უნივერსიტეტის შფოთიან ნანტერის კორპუსში, სადაც 1968 evenemets (ხდომილებებში) მონაწილეობდა, 1972 წელს გამოაქვეყნა ნოვატორული და მნიშვნელოვანი სტატია the Urb-an Question: A Marxist Approach, რომელიც დაწერილი იყო იმ პერიოდში პოპულარული ლუი ალთუსერის (1918-1990) სტრუქტურალისტური მარქსიზმის გავლენით. განსაკუთრებული ტალანტის მქონე მეცნიერი 1979 წელს გადადის-მიემგზავრება კალიფორნიაში, სადაც ბერკლის უნივერსიტეტში ქალაქური და რეგიონალური დაგეგმვისა და სოციოლოგიის პროფესორი ხდება. აქედან მოყოლებული იგი სანფრანცისკოში ცხოვრობს, მაგრამ კასტელსი დაუღალავი მოგზაურია: რუსეთიდან სინგაპურამდე, ტაივანიდან ჩილემდე არსებულ უნივერსიტეტებში.
მანუელ კასტელსის, როგორც ურბანიზაციის მკვლევარის რეპუტაცია ძალიან დიდი ხანია ჩამოყალიბდა (რაზეც ბერკლის უნივერსიტეტში მინიჭებული პროფესორის წოდებაც მეტყველებს). მისმა შრომამ The Urban Question მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქალაქურ დაგეგმარებაზე, შემდეგ მან რამდენიმე შრომა დაწერა კიდევ ამ თემაზე, ხოლო კულ-მინაციად კი 1989 წლის გამოქვეყნებული შრომა the Informational City (1989) იქცა. იგი მუდამ ინტერესდებოდა ურბანიზაციის პრობლემებით და დღემდე მისი შრომები ხელს უწყობს ისეთი პრობლემების გაგებას, როგორებიცაა განახლებანი და დაშორიშორებანი ქალაქების შიგნით.
The Information Age მისი ადრეული შრომების სინთეზად და განვითარებად იქცა, მასში ის აჩვენებს, რომ თანამედროვე ცივილიზაცია ნამდვილად უნივერსალურ ხასიათს ატარებს. ამავე დროს წიგნი ასახავს “ახალგაზრდა მარქსისგან“ იმისაკენ განვითარების პროცესს, რასაც შეიძლება პოსტმარქსისტული სოციალური მეცნიერება ეწოდოს. ეს არ ნიშ-ნავს, რომ კალტელსმა რადიკალიზმთან კავშირი გაწყვიტა. იგი აქტიური სოციალ_დემოკრატია და ძლიერ დაინტერესებულია პოლიტიკით და მართლაც სინამდვილეში, ეს ანგაჟირებულობა აქ ამოძრავებს და კვებავს მის ინტელექტუალურ შრომას, ამაში ის ნაწილობრივ ჩარლზ რაიტ მილსის, რალფ დარენდორფის და დენიელ ბელის ემსგავსება და მაინც კასტელსი პოსტმარქსისტია, რამდენადაც The Information Age -ში იგი ავითარებს ჯერ კიდევ უფრო ადრეულ შრომაში The City and The Grassroots (1983) დაწყებულ მარქსიზმის კრიტიკას. მისი პოსტმარქსიზმი განსაკუთრებულად გამოიხატება: მაგალითად იმისი რწმენაში, რომ რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები არ შეიძლება ინიცირებული იქნას მუშთა კლასის მიერ (პროლეტარიატმა როგორც ცვლილებათა მთავარმა ძრავამ ახლა თავისი მნიშვნელობა დაკარგა). მის სკეპტიციზმში, უფრო მეტიც კომუნიზმისადმი როგორც საბოლოო მიზნისადმი მტრულ დამოკიდებულებაში. კასტელსი წერს, რომ “ყველა უტოპიას მივყავართ ტერორთან, თუ სერიოზულად უდგებიან და იწყებენ მის ცხოვრებაში გატარებას. მის დარწმუნებულობაში, რომ ისეთი პოლიტიკური პრობლემები, როგორებიცაა ცხოველების უფლებები და ფემინიზმი, რომლებიც დღეს სერიოზულ როლს თამაშობენ, ვერ აიხსნება კლასობრივი ტერმინოლოგიით, და ინტელექტუალთა პოლიტიკური რჩევების წინააღმდეგ მის ღვარძლიან წინასწარვე ცუდი აზრების გამოხატვაში (კასტელსი 1998,გვ. 359)
თუმცა კასტელსმა, ამგვარად უკან მოიტოვა მარქსიზმი, მაგრამ მარქსიზმი მაინც აისახა აზროვნების მისეულ წესზე. როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ეს ნათლად გამომდინარეობს არა მხოლოდ იმ ფაქტისაგან, რომ იგი ხშირად მიმართავს მარქსისტულ ცნებებს (მაგალითად “წარმოების წესი”) და განსაკუთრებულად უსვამს ხაზს კაპიტალიზმის როლს. მარქსიზმის გავლენა შეიძლება იმაშიც კი დავინახოთ თუ როგორ ალაგებს იგი თავის სამტომეულის The Information Age -ს. პირველ ტომში განიხილება სოციალური სტრუქტურები_ტექნოლოგია, ეკონომიკა, შრომითი პროდუქტები,_რომლებიც “ინფორმაციულ ეპოქას” ახასიათებს და მიე-კუთვნება. მეორე ტომის მთავარი თემა “ქსელური საზოგადოების” სოციოლოგია გახდა, და განსაკუთრებით ის სულიერი მოძრაობები, რომლებიც წარმოიშვნენ როგორც ამ ფუნდამენტალურ ცვლილებებზე პასუხები, ხოლო შემდეგ უპირატესობები ახალი სიტუაციიდან მოიპოვეს. მესამე ტომი ეძღვნება პოლიტიკას, მთავარი თემა ხდება სოციალური ჩართულობა და გარიცხვა, განიხილება მთელი რიგი საკითხებისა: ყოფილი საბჭოთა კავშირისაგან ევროპის მომავლამდე, წყნარი ოკეანის აუზიდან გლობალური დანაშაულებრივი ქსელების მნიშვნელობამდე. პრიორიტეტების ამგვარი განლაგება მარქსისტულ მეთოდოლოგიას გვაგონებს _ სტრუქტურული მახასიათებლიდან სოციალურ სფეროზე და აქედან ბოლოს პოლიტიკაზე გადასვლა. ეს განსაზღვრავს წიგნ “ინფორმაციული ეპოქის” აგებულებას, და აძლევს კასტელსს როგორც ამას მოგვიანებით დავინახეთ, ცვლილებების გამომწვევი ყველაზე არსებითი მიზნების გაგებას. Pპრიორიტეტები ეკონომიკისა და ტექნოლოგიის საკითხებს ეძლევა, და მხოლოდ შემდეგ მოდის საზოგადოებრივი ცნობებისა და პოლიტიკის პრობლემები და რაც კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანია, მარქსიზმის კვალი ცხადია კარგად ვლინდება სამყაროს მთლიანობის გაგებაში. იგი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ფუნქციონირების, აგრეთვე სოციალური, ეკონომიკური და ნიშნების ადეკვატური ახსნა შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ შევისწავლით ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კასტელსი გვაძლევს იმის ფუნქციონალურ ახსნას თუ როგორ მუშაობს თითოეული ელემენტი, უნივერსალურ სქემებში. პირიქით, იგი აქცენტს განსხვავებული ნაწილების ურთიერთკავშირზე აკეთებს, თუმცა ისინი ზოგჯერ დაპირისპირებულ დამოკიდებულებაშიც კი არიან ერთმანეთთან, მაგრამ ეს შეხლა_შემოხლა ცვლილებებს ძლიერ ბიძგს აძლევს. ასევე აღსანიშნავია, რომ კასტელსი ერთმანეთთან აკავშირებს, მაგალითად, ფემინიზმს გლობალიზაციის პროცესებთან, აგრეთვე ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ინოვაციებთან, ასევე როგორც ცვლილებებს ოჯახის ფორმებში და გადაადგილებებს სტრატიფიკაციულ სისტემებში. რასაკვირველია, ტოტალური მოცვის იდეა არ არის განსაკუთრებით მარქსიზმის საკუთრება, თუმცა არის მარქსისტული ტრადიციის მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა კასტელსზე. Eეს ტრადიცია გამოვიდა მოდიდან ჩვენს “პოსტმოდერნისტული” ეპოქის დღეებში, როდესაც “დიდ ნარატივს” უნდობლად ექცევიან და მთელი აღმაფრენა მიმართულია კერძო თავისებურებებსა და განსხვავებებზე. ამოდის რა მარქსისტული ხედვისგან (მიდგომისაგან). კასტელსი უპირისპირდება ტოტალური ახსნისადმი დღევანდელ ორთოდოქსალურ უნდობლობას.
ქვემოთ ჩვენ გადმოგცემთ კასტელსის შეხედულებების ძირითად დებულებებს, რომლებიც განსაკუთრებით ნათლად The Information Age –შია გადმოცემული. არის რაღაცა არა კორექტული მისი შრომის ასე მოკლედ წარმოდგენაში, რამდენადაც იგი გარდაუვალად დადის საკმაოდ აბსტრაქტული და თეორიული განაზრებების კრებულზე (გროვაზე). ამგვარ მიმოხილვაში შეუძლებელია იმის ჩვენება თუ რა არის მთავარი კასტელსისთვის, იგი ემპირიკოსი სოციოლოგია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი უბრალოდ აფიქსირებს სიტუაციას, აგროვებს მონაცემებს და მათ აღწერებს. კასტელსი არა მხოლოდ იცნობს სხვადასხვა თეორიებს, მან ღრმად იცის ისინი, მაგრამ პრიორიტეტული მისთვის მაინც ემპირიული გამოცდილება რჩება. მისთვის ამოსავალია არა თეორია, რომელსაც ფაქტების მიუხედავად შემდეგ მკაცრად დაცვა და შენარჩუნება სჭირდება. (ამაშიც სჩანს კასტელსის პოსტმარქსისტული ორიენტაცია). Nნამდვილად მანუელ კასტელსი (kastells, 2000) გვთავაზობს ,,გამოყენებისათვის სასარგებლო” თეორიას, რომელიც პოსტსტრუქტურული რეალიზმის აბსტრაქტული თეორეტიზირების მეტისმეტ გატაცებაზე პასუხია. თავისი შრომა კასტელსმა შექმნა მრავალი ემპირიული მასალის გამოყენების საფუძველზე, რომლებიც მან მთელს მსოფლიოში მოიძია (როგორც უკვე აღინიშნა, იგი მრავალს მოგზაურობს, აგრეთვე იყენებს თავისი ასპირანტებიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებსაც ის წარმართავს რაც შეიძლება მეტი ლოკალობებისა და მეწარმეობის სხვადასხვა გვარეობების შესწავლაზე). ამ მონაცემებს ის ბრიწყინვალედ აანალიზებს, მნიშვნელობა არა აქვს საქმე “ველურ კაპიტალიზმს”ეხება 1989 წლის შემდგომ რუსეთში, თუ შიდა ქალაქურ გეტოებს ჩრდილო ამერიკაში, თუ ევროკავშირის პოლიტიკის სირთულეებს, და მუდამ მას სწყურია გაიგოს და გაიაზროს არსებული ტენდენციები და ხდომილებები
ტექნოლოგიური რევოლუცია
ტექნოლოგიური რევოლუცია – (ინტ.) technological revolution სამეცნიერო – ტექნიკური პროგრესის ზემოქმედებით გამოწვეული, საზოგადოებაში გაბატონებული ტექნოლოგიური წყობილების რადიკალური ცვლილება, რომლის შედეგად ძირფესვიანად იცვლებიან არა მარტო საზოგადოებრივი წარმოების ორგანიზაციის საშუალებები, შრომის მეთოდები და ხერხები, არამედ იცვლება მისი ინსტრუმენტული საფუძველიც – წარმოებისიარაღები და საშუალებები.
Subscribe to:
Posts (Atom)